#948

შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:

1 თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალების გათვალისწინებით

2 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ

3 კანონით, რომლის მიხედვითაც ასეთი სახის გზა ითვლება ცალმხრივ მოძრაობიან გზად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.



chevron up