#685

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობა?

1 მხოლოდ I და III

2 მხოლოდ II და III

3 ყველა მოცემული ნიშნის მოქმედების ზონაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. ამავე თავის 3.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანებით მოძრაობას. ამავე თავის 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.



chevron up