#254

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოპედითა და მასთან გათანაბრებული სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:

1 20 კმ/სთ სიჩქარით

2 50 კმ/სთ სიჩქარით

3 45 კმ/სთ სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ). ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოპედისა და მასთან გათანაბრებული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით.



chevron up