#1132

პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი სასწავლო სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს:

1 მხოლოდ ინსტუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით

2 მხოლოდ ინსტუქტორ-მასწავლებლისათვის დანკუთვნილი უკუხედვის სარკით

3 მხოლოდ საცნობი ნიშნით - სასწავლო სატრანსპორტო საშუალება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი.



chevron up