#
#1196

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) მიუთითებენ:

1 გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას

2 მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე

3 მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.3, 8.1,4 პუნქტების თანახმად, დაფები 8.1.3 და 8.1.4 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.

#1198

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) მიუთითებს:

1 მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე

2 გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩენებელი ნიშნების მოქმედების ზონას

3 გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.

#1208

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება ვრცელდება მსუბუქ ავტომობილზე?

1 მხოლოდ IV

2 მხოლოდ I და III

3 მხოლოდ II და IV

4 მხოლოდ I

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.4.1-8.4.8 პუნქტებისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაფები 8.4.1–8.4.8 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა” - მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომლებზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფა 8.4.3 ნიშნის მოქმედებას ავრცელებს მსუბუქ ავტომობილზე.

#1216

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ გასწრება აკრძალულია:

1 დღე-ღამის ბნელ დროს

2 ღრუბლიან ამინდში

3 როცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.16 პუნქტის თანახმად, დაფა 8.16 „სველი საფარი” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.

#1242

მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნის დადგმის ადგილიდან წინ:

1 400 მეტრის მანძილზე უსწორმასწორო გზაა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით

2 400 მეტრის შემდეგ იწყება უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით

3 150-300 მეტრის შემდეგ იწყება 400 მეტრის სიგრძის უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.17 პუნქტისა და ამავე თავის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 1.17 „უსწორმასწორო გზა” - გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ.. 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. ამავე დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ - მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.

#1243

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.1 “მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.18 პუნქტის თანახმად, დაფა 8.18 „გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.

#1244

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.1 “მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.18 პუნქტის თანახმად, დაფა 8.18 „გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.

#1245

მოცემული საგზაო ნიშანი მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნების დადგმის ადგილიდან წინ:

1 300 მეტრის მანძილზე მოძრაობა აკრძალულია 50 კმ/სთ მეტი სიჩქარით

2 300 მეტრის შემდეგ მოძრაობა აკრძალულია 50 კმ/სთ სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.24 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ). ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.

#1246

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნების დადგმის ადგილიდან წინ:

1 300 მეტრის მანძილზე მოძრაობა ნებადართულია, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით

2 300 მეტრის შემდეგ მოძრაობა ნებადართულია, არაუმეტეს 50 კმ/სთ მეტი სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.24 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ). ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოღების ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).

chevron up