#
#192

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

3 ორივე ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი ავტომობილის მძღოლი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. ამავე კანონის პირველი დანართის 7.15.1 – 7.15.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.15.3 „სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება” - მიუთითებს სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას, თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. ნიშნები იდგმება რეკომენდებული მიმართულების დასაწყისში გზაჯვარედინის წინ ან გზაჯვარედინამდე 100−150 მეტრ მანძილზე.

#484

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ წითელი ავომობილის მძღოლს

3 ორივე ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.14 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.14 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ -აღნიშნავს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე. ამავე კანონის მეორე დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.23 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.23 აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

#486

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A და C მიმართულებით

2 მხოლოდ B და C მიმართულებით

3 მხოლოდ A და B მიმართულებით

4 მხოლოდ A მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.13.2 პუნქტის თანახმად 5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლას და იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზიდან. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.

#488

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

2 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

3 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

4 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.13.2 პუნქტის თანახმად 5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლას და იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზიდან. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

#769

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს რევერსული მოძრაობის მქონე გზის მონაკვეთის დასაწყისს?

1 I

2 II

3 III

4 IV

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.8 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.8 „რევერსული მოძრაობა“ – გზის მონაკვეთის დასაწყისი, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს.

#771

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 მოძრაობის ზოლზე აკრძალულ მიმართულებებს

2 ავტომაგისტრალის ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს

3 რევერსული გზის მონაკვეთის დასასრულს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.2 „ავტომაგისტრალის დასასრული” - მიუთითებს 5.1 „ავტომაგისტრალი” ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს. 5.2 ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში, ავტომაგისტრალიდან გასასვლელში და წინასწარ 8.1.1 დაფით ავტომაგისტრალის ბოლომდე 400 და 1000 მეტრის მანძილებზე.

#775

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 რევერსული გზის მონაკვეთის დასასრულს

2 ავტომობილების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის დასასრულს

3 საავტომობილო გზის დასასრულს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.4 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.4 „საავტომობილო გზის დასასრული” - მიუთითებს 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

#779

მოცემული საგზაო ნიშნები:

1 მიუთითებენ ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას

2 აღნიშნავენ მოძრაობის ზოლის დასაწყისს

3 აღნიშნავენ ავტობუსების მოძრაობისათვის გამოყოფილ ზოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.7.1, 5.7.2 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 5.7.1 და 5.7.2 „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა” - მიუთითებს ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნულ გზიდან.

#782

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 გაქანების ზოლზე გასვლას

2 ორმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლას

3 რევერსულ მოძრაობიან გზის მონაკვეთზე გასვლას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.10 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.10 „გზაზე გასვლა, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა” - მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გასვლას. ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

#789

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 მხოლოდ მოძრაობის ზოლების რაოდენობაზე

2 მხოლოდ ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებზე

3 როგორც მოძრაობის ზოლების რაოდენობაზე, ასევე ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.8 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.8 „ზოლების რაოდენობა“ - მიუთითებს მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებს. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში გზის უბნის დასაწყისიდან 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–150 მეტრ მანძილზე.

#790

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 სახიფათო გზისპირს

2 ხელოვნურ უსწორმასწორობას

3 უსწორმაწორო გზას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.20 „ხელოვნური უსწორმასწორობა“ - მიუთითებს გზის სავალ ნაწილზე არსებულ ხელოვნურ უსწორმასწორობას. ნიშანი იდგმება ხელოვნურ უსწორმასწორობასთან ან 1.25 მონიშვნასთან მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების მხარეს.

#798

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2 სატვირთო ავტომობილის მძღოლს

3 ორივე ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს.

#912

“საცხოვრებელი ზონა” არის:

1 ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი

2 განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნები

3 ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 75-ე პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ზონა“ - განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.

chevron up