#227

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა „C1“ ქვეკატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ იგი მოძრაობს 70 კმ/სთ სიჩქარით?

1 არ ეკრძალება

2 ეკრძალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.

#235

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100 კმ/სთ სიჩქარით?

1 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მძღოლები

3 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები

4 მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.

#237

დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს „CE“ კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობას განაგრძობს 70 კმ/სთ სიჩქარით გზის ამ მონაკვეთზე?

1 დაარღვევს

2 არ დაარღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია, „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის 7.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.2.„რეკომენდებული სიჩქარე“ − მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.

#243

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს ყვითელი ავტომობილის ბუქსირებისას დაუსახლებელ პუნქტში?

1 50 კმ/სთ სიჩქარით

2 60 კმ/სთ სიჩქარით

3 70 კმ/სთ სიჩქარით

4 90 კმ/სთ სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.

#245

მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრავი „C“ კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლი?

1 დაარღვევს

2 არ დაარღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ და დასახლებულ პუნქტებში სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.

#248

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, გზის ამ მონაკვეთზე?

1 50 კმ/სთ სიჩქარით

2 60 კმ/სთ სიჩქარით

3 70 კმ/სთ სიჩქარით

4 90 კმ/სთ სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.

#251

ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?

1 მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა

2 მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა

3 მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

#259

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:

1 110 კმ/სთ სიჩქარით

2 80 კმ/სთ სიჩქარით

3 70 კმ/სთ სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, მოძრაობა ნებადართულიად C და CE კატეგორიის, აგრეთვე C1 და C1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისა, ავტომგისტრალებზე - არაუმეტეს 80კმ/სთ სიჩქარით.

#354

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?

1 20 კმ/სთ სიჩქარით

2 30 კმ/სთ სიჩქარით

3 40 კმ/სთ სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით.

#380

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?

1 40 კმ/სთ სიჩქარით

2 60 კმ/სთ სიჩქარით

3 არა უმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში.

#381

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?

1 40 კმ/სთ სიჩქარით

2 60 კმ/სთ სიჩქარით

3 არაუმეტეს გადაზიდვის პირობებით განსაზღვრული სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს გადაზიდვის პირობებით განსაზღვრული სიჩქარით.

#446

ავტომაგისტრალებზე, ასევე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე, უფლებამოსილი ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე იკრძალება იმ ავტომობილების (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომელთა კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება:

1 40 კმ/სთ-ს

2 60 კმ/სთ-ს

3 90 კმ/სთ-ს

4 110 კმ/სთ-ს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად).

#540

რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ ბუქსირება ხდება ხისტი გადაბმით?

1 50 კმ/სთ სიჩქარით

2 60 კმ/სთ სიჩქარით

3 80 კმ/სთ სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.

#824

ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში გავლამდე, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

1 გზა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს

2 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

3 დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში ან სხვა მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში.

#898

„კონსტრუქციული სიჩქარე” არის:

1 ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასქიმალური სიჩქარე

2 მოცემულ გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი

3 სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე \"სიჩქარის შეზღუდვა\" - მითითებული სიჩქარე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.

chevron up