#844

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა:

1 მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან

2 მძღოლს ეკისრება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

#1052

ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს:

1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2 ტესტირების ცენტრი

3 სსიპ-სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი.

#1072

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, მოთხოვნისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს:

1 ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა

2 მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

3 სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის თანახმად: 1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება: ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

#1073

ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები ან დაღუპულები?

1 ვალდებულია

2 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმია

3 არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების გამოძახებას

4 არ არის ვალდებული, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ბ) დარწმუნდეს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

#1074

თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ვალდებულია:

1 გადაიყვანოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში და იქ განაცხადოს მომხდარი ფაქტის შესახებ

2 შეადგინოს შემთხვევის სქემა, ჩამოართვას ჩვენებები თვითმხილველებს და აღნიშნული დოკუმენტები წარადგინოს საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში

3 დარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: გ) მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს და, თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას.

#1075

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს:

1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს

2 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს

3 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: გ) მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს და, თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას.

#1076

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი გარემოების არსებობისას შეუძლია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას?

1 თუ აშკარაა, რომ ავარია არ მომხდარა მისი ბრალით

2 თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა

3 თუ ავარიაში მონაწილე მეორე მხარე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: გ) მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს და, თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას; ე) მიიღოს საჭირო ზომები, რათა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებული გაგზავნოს უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − თავად წაიყვანოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყვანამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს.

#1080

შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად?

1 არ შეუძლიათ, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მოსვლამდე, მათ გააჩნიათ შემთხვევის ადგილზე დარჩენის ვალდებულება

2 შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.

#1081

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შემთხვევის სქემის შედგენის შემდეგ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები, უნდა:

1 მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში, ამ ფაქტის გასაფორმებლად

2 შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების პირობებზე, ამასთან მათი საპატრულო პოლიციის დანაყოფში მისვლა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტის გაფორმება სავალდებულო არ არის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.

#1082

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში:

1 განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე

2 განაცხადოს თავისი, დაშავებულისა და ავარიის თვითმხილველთა ვინაობა, წარადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას მძღოლი იძულებულია მიატოვოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში განაცხადოს თავისი ვინაობა (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და, თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე.

#1083

აქვთ თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეებს, უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარების მიღების უფლება?

1 აქვთ

2 არ აქვთ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს პირველადი სამედიცინო, სამაშველო და სხვა დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.

#1084

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

1 გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში

2 მჯდომარე ან ნახევარმდგომარე მდგომარეობაში

3 ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობის დროს დაშავებულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში.

#1085

მკვეთრი დამუხრუჭებით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დასაშვებია:

1 მხოლოდ მარეგულირებლის მიერ სატრანპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შემთხვევაში

2 მხოლოდ შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალების ერთობლივად ჩართვის შემთხვევაში

3 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზმით

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა.

#1266

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ:

1 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენის შესახებ

2 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის უახლოესი ორიენტირი, დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი და წლოვანება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენა.

#1329

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 40 ლარი ოდენობით

2 დაჯარიმებას 50 ლარი ოდენობით

3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 30 დღემდე ვადით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

chevron up