#113

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ

2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ

3 როგორც სატვირთო ავტომობილის, ასევე ავტობუსის მძღოლების მიმართ

4 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

#336

სურათზე მითითებულ ადგილას ავტომობილის იძულებით გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა:

1 მხოლოდ უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

2 მხოლოდ შესაბამისი ნიშნით უნდა მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე

3 უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები.

#338

აქვს თუ არა უფლება ავტობუსის მძღოლს გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები.

#368

გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა იმოძრაოს ამ ზოლზე და მეზობელ მოძრაობის ზოლზე გადაადგილებისას გზა უნდა დაუთმოს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.

#378

წითელი ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.

#379

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასცდა სავალი ნაწილების განივი შეერთების ადგილს. ეკრძალება თუ არა მას ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.

#401

დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას ვალდებულია:

1 წინასწარ შეანელოს სიჩქარე და მოხვევის მანევრი შეასრულოს დამუხრუჭების ზოლზე გადაუსვლელად

2 დროულად გადაადგილდეს დამუხრუჭების ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე

3 მოხვევის მანევრის შესრულებამდე გაჩერდეს დამუხრუჭების ზოლზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც მოხვევას აპირებს, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ უნდა შეანელოს სიჩქარე.

#445

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მოძრაობა?

1 მოპედის მძღოლებს

2 ქვეითებს

3 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს

4 ავტომატარებლების მძღოლებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად).

#447

ავტომაგისტრალზე, ასევე ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალული არ არის:

1 სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა

2 სატრანსპორტო საშუალებით ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა

3 მეორე ზოლის იქეთ, იმ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი ავტომობილით მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება

4 სასწავლო სვლა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა. ამავე პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა.

#450

დემონსტრაციები, ავტორალი, სარეკლამო ავტოგადარბენები, საავტომობილო შეჯიბრებები და სატრანსპორტო საშუალებების და მათი ძარის მქონე პროტოტიპების ტექნიკური გამოცდა ავტომაგისტრალზე დასაშვებია:

1 აღნიშნული პროცესების ჩამტარებელი ორგანოს ან საზოგადოების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით

2 აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით

3 აღნიშნულ პროცესებში მონაწილე პირთა გადაწყვეტილებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე დემონსტრაციის, ავტორალის, სარეკლამო ავტოგადარბენის, საავტომობილო შეჯიბრების ჩატარება და სატრანსპორტო საშუალებისა და მისი ძარას მქონე პროტოტიპის ტექნიკური გამოცდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.

#451

ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 A მიმართულებით

2 B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას მძღოლი დროულად უნდა გადავიდეს ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს მოძრაობის შენელების ზოლზე, თუ ასეთი ზოლი არსებობს.

#452

ავტომაგისტრალზე შესასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე შესვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს. აჩქარების ზოლის არსებობისას მან უნდა ისარგებლოს ასეთი ზოლით.

#453

ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში უპირატესობით სარგებლობს:

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა

2 მოტოციკლის მძღოლი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე შესვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს. აჩქარების ზოლის არსებობისას მან უნდა ისარგებლოს ასეთი ზოლით.

#454

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

2 ორივე ავტომობილის მძღოლი

3 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი ავტომობილის მძღოლი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახამდ, ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას მძღოლი დროულად უნდა გადავიდეს ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს მოძრაობის შენელების ზოლზე, თუ ასეთი ზოლი არსებობს.

#456

არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?

1 არ არღვევს

2 არღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება: გ.ა) ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. გ.ბ) მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა; ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.2.1 პუნქტის თანახმად, 1.2.1 მთლიანი ფართო ხაზი - აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.2.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

chevron up